გამოძიება უკვე მიმდინარეობს იმის დასადგენად, თუ ვინ არის პასუხისმგებელი სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კაფეში მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც კრემლის მომხრე და მხარდამჭერი სამხედრო ბლოგერი ემსხვერპლა.
ვლადლენ ტატარსკი საჯარო ღონისძიებაზე გამოსვლის დროს დაიღუპა. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას ერთ-ერთმა ქალმა გადასცა ყუთი, რომელიც რამდენიმე წუთში აფეთქდა. რეგიონული გუბერნატორის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავდა 30 ადამიანი, მათგან 19 საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ტატარსკი მაქსიმ ფომინის მეტსახელია, მას ტელეგრამზე ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა. სხვა რუსი სამხედრო ბლოგერებისგან განსხვავებით, ტატარსკი ამბებს ფრონტის ხაზიდან გადმოსცემდა. იგი აკრიტიკებდა გენერლებსაც, რომლებიც ომს ხელმძღვანელობდნენ.
2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ომის შემდეგ რუსეთში გახშირდა ხანძრები, აფეთქებები და მკვლელობები, რომლებსაც ნაკლებად აქვთ პირდაპირი კავშირი მიმდინარე კონფლიქტთან.