„საქართველოს ევროპული გზა“ – პროექტი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია “ART&SOCIETY“, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, ევროპულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
პროექტი ოთხი თვის განმავლობაში საქართველოს რეგიონულ უნივერსიტეტებში საინფორმაციო კამპანიის წარმართვას ითვალისწინებს.
ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული წარმომადგენლობის პროექტების მენეჯერმა, სალომე ალანიამ და თსუ-ს ცოდნის გადაცემის და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელმა, სალომე ჭანტურიძემ ისაუბრეს