მთავარისაქართველოირაკლი ღარიბაშვილი: "წითელ ხაზებზე ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო"

ირაკლი ღარიბაშვილი: “წითელ ხაზებზე ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო”

საქართველოს მთავრობის სხდომაზე დღეს სულ 11 საკითხი განიხილეს. სხდომის დაწყებამდე კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე საკითხზე გააკეთა განცხადება.

მისი თქმით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში წლიურ ჭრილში ეკონომიკა 7.1%-ით გაიზარდა. მანვე თქვა, რომ ზრდაა ეკონომიკის თითქმის ყველა მიმართულებით. რაც შეეხება ინფლაციას, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისი მაჩვენებელი 9-დან თითქმის 5%-მდე ჩამოვიდა, რაც საუკეთესო შედეგია.

საუბრის მეორე ნაწილი პრემიერმა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბარს დაუთმო. კვლავ ახსენა ომში ჩართვისა და მეორე ფრონტის არიდება. მისი თქმით დესტრქუციული ოპოზიციისა და მათი საგარეო მხარდაჭერების გეგმა ჩავარდა. მანვე ისაუბრა 7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადის საქმეზეც, რომელიც დაპატიმრებულია და განაჩენის მოლოდინშია. პრემიერის თქმით, წითელი ხაზების გადაკვეთა არავის ეპატიება.

„იანვარში გვქონდა რვა პროცენტზე მეტი და თებერვალში 5,8 პროცენტი იყო ეკონომიკური ზრდა. ანუ, საერთო შეწონილი, საშუალო მაჩვენებელი გამოვიდა 7,1 პროცენტი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რაც ხდება მსოფლიოში, ომები და უამრავი გამოწვევა, ამაზე მოგვიანებით კიდევ მოგახსენებთ დამატებით, ეს არის ძალიან სერიოზული მიღწევა. ასევე, მინდა გითხრათ, თუ რამ განაპირობა მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი, რამ შეიტანა ამ მაღალ ზრდაში: მშენებლობა, საფინანსო სექტორი, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ტურიზმი – ყველა მიმართულებით არის მაღალი აქტიურობა დაფიქსირებული.

ინფლაცია იყო და რჩება გამოწვევად. დღეს მთელ მსოფლიოში არის მაღალი ინფლაცია, ამერიკაში, ევროპაში. ევროზონაში შარშან, მაგალითად, ორნიშნა ინფლაცია დაფიქსირდა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იყო 20-25, 30%-მდეც კი ავიდა, მოლდოვაში 37% იყო ინფლაცია. ამ დროს ჩვენმა პატარა ქვეყანამ, აი, ამდენი გამოწვევების მიუხედავად, მოახერხა, რომ შარშან იყო პიკზე. ყველაზე მაღალი ინფლაცია გვქონდა 13%. წლის ბოლოს ჩვენ შევამცირეთ 9%-მდე ინფლაცია და ახლა უკვე, მარტში 5,3% არის ინფლაცია, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პროგრესი. თითქმის 2,8 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული ინფლაცია წინა თვესთან შედარებით.

საბოლოო ჯამში, მინდა, კიდევ ერთხელ შევაჯამო შარშანდელი წელი და წელს მიმდინარე სიტუაცია. საზოგადოებას მინდა, ვუთხრა, რომ ჩვენ შარშან გვქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიული მაქსიმუმი, ორი მილიარდზე მეტი იყო FDI-ს მაჩვენებელით.

რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა პოლიციელზე თავდამსხმელი. ყველამ ვნახეთ კადრები. ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილი“. ანუ ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. მე გამოვედი და ვთქვი ჩემი პოზიცია, რომ ამას არავის ვაპატიებთ. ეს არის მიუღებელი. წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო. ასევე საზოგადოებამ ნახა, რომ გეგმა იყო გაცილებით უფრო რთული. მათი გეგმა იყო მუდმივი ქაოსის დათესვა, საბოლოო მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, რაც არ გამოუვიდათ და არ გამოუვათ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend