მთავარიევროპაბელარუსიბულგარეთში არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ მოიპოვა

ბულგარეთში არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ მოიპოვა

ბულგარეთში ბოლო ორი წლის განმავლობაში მე-5 საყოველთაო არჩევნები ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო უმრავლესობისთვის საჭირო ხმებს ვერც ერთი პარტია ვერ დააგროვებს.

არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია და ცენტრისტულ-ლიბერალური პარტია „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებას“ ლიდერობენ.

გასულ უქმეებზე გამართული არჩევნები დაბალი აქტივობით გამოირჩეოდა. ხმის მისაცემად ამომრჩეველთა მხოლოდ 38% მივიდა. ადგილობრივი ექსპერტები ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან მარტივად გამოსვლის პერსპექტივას ვერ ხედავენ.

„ორივე პარტიასა და კოალიციას, რომლებმაც საუკეთესო შედეგები მიიღეს, ერთნაირი ევროატლანტიკური პოზიციები აქვთ უკრაინის ომთან და ბულგარეთის ევროზონასა და შენგენში შესვლასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ისინი მოლაპარაკების გამართვასა და კოალიციის შექმნას არ აპირებენ. ამიტომ მიმაჩნია, რომ პოლიტიკური კრიზისი ბულგარეთში არ დასრულდება“, – განაცხადა სოფიის უნივერსიტეტის პროფესორმა მილენ ჟელევმა.

მთავარი პოლიტიკურის პარტიების ლიდერებმა ეგზიტპოლების შედეგების შემდეგ კომენტარი არ გააკეთეს. თუმცა რანგით მესამე პარტიას, რომლის ამომრჩევლები ძირითადად თურქები და ბოშები არიან, სურს კოალიციურ უმრავლესობას შეუერთდეს.

„ეროვნულ დონეზე ჩვენ ყველას დიალოგისკენ მოვუწოდებთ. ჩვენგან რაიმე წითელ ხაზს არავინ უნდა ელოდოს“, – ამბობს პარტია “DPS”-ის ლიდერი მუსტაფა ქარადაი.

პრორუსული ნაციონალური „აღორძინების პარტია“ ოპოზიციაში ყოფნას გეგმავს. პარტიის ლიდერების განცხადებით ისინი სხვა პარტიებთან ერთად კოალიციაში შესვლას არ გეგმავენ.

ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი რეფორმების გასატარებლად ბულგარეთს პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანამ შეიძლება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 5 მილიარდი ევრო დაკარგოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend