მთავარისაქართველო"აბრეშუმის ფარანი" - სოხუმის დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება

“აბრეშუმის ფარანი” – სოხუმის დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება

„აბრეშუმის ფარანი“ ამბავია ახალგაზრდა სამურაისა და გოგონას მარადიულ სიყვარულზე, – სინძაბუროსა და ოციუზე. უცნაური აქ ის არის, რომ ოციუ ქალის აჩრდილია, თუმცა არც სინძაბურომ და არც მაყურებელმა ამის შესახებ სპექტაკლის ბოლომდე არაფერი იციან. ეს არის მისტიკური კომედია, რომელიც ცნობილი იაპონური პიესის მიხედვით მსოფლიოს არაერთ სცენაზე დადგმულა. ამჯერად „აბრეშუმის ფარანის“ ნახვა ქართველ მაყურებელს სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე შეეძლება.

სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე მაყურებელი იაპონური ტრადიციული თეატრის, „კაბუკის“ ელემენტებს იხილავს. როგორც წესი „კაბუკის“ თეატრში მხოლოდ კაცები თამაშობენ, თუმცა ქართველი მაყურებელი სცენაზე განსხვავებულ სურათს იხილავს, ყველა როლი აქ ქალებმა მოირგეს.

„აბრეშუმის ფარანი“ ორმოქმედებიანი წარმოდგენაა. რეჟისორი და მსახიობები მაყურებელს უჩვეულო, ლამაზ, საინტერესო და სახალისო სანახაობას ჰპირდებიან. სპექტაკლის პრემიერა სოხუმის დრამატულ თეატრში 6 აპრილს შედგება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend