მთავარისაქართველოსაქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიში პარლამენტში

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიში პარლამენტში

საქართველოს პარლამენტში 31 მარტის რიგგარეშე სხდომაზე, საქმიანობის წლიური მოხსენებით, დეპუტატებისა და საზოგადოების წინაშე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარსდგა.

პრეზიდენტმა თავისი სიტყვის პირველი ნაწილი პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას ეპოქის გახსენებას, უკრაინაში, ბუჩას ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგებას და ეპოქალური არჩევანის წინაშე მდგომი ჩვენი ქვეყნის მიმდინარე გამოწვევებზე საუბარს დაუთმო.

სალომე ზურაბიშვილმა მკაცრად გააკრიტიკა “ქართული ოცნება” მის მიერ წარმოებული საგარეო და საშინაო პოლიტიკის გამო და მმართველ პარტიას ქართველი ხალხის ნება შეახსენა.

პრეზიდენტმა ასევე ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს მოუწოდა, რომ მეტად კონსტრუქციულად ჩაერთონ ქვეყნის ისტორიული შანსის გამოყენების საკითხში.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მმართველი პარტია ვერ შეაშინებს, მყარად დგას თავის გადაწყვეტილებებში და ახლო მომავალში მოქმედებებს აპირებს. თუმცა, რა მოქმედებებზეა საუბარი, პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.

პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, ტრიბუნასთან ფრაქციისა და საპარლამენტო ჯგუფების თავმჯდომარეები წარდგნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend