მთავარისაქართველო"ქართული საპენსიო რეფორმის მომავალი"- IDFI-ს ახალი კვლევის პრეზენტაცია

“ქართული საპენსიო რეფორმის მომავალი”- IDFI-ს ახალი კვლევის პრეზენტაცია

კვლევის ფარგლებში საპენსიო რეფორმის ოთხი მთავარი გამოწვევა გამოიკვეთა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა კვლევის, “ქართული საპენსიო რეფორმის მომავალი” პრეზენტაცია გამართა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოიკვეთა ოთხი ძირითადი გამოწვევა – საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებლობა, განთავსების რისკიანობა და საპენსიო კანონის ცვლილებები, საპენსიო ასაკი და სახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთი.

დღეს, 31 მარტს გამართული პრეზენტაციის შემდეგ პანელური დისკუსია გაიმართა, რომელსაც საპენსიო სააგენტოს დირექტორი გიორგი დანელია, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა, და სხვა პირები ესწრებოდნენ.

ხოლო რაც შეეხება რეკომენდაციებს, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ რეკომენდირებულია გაფართოვდეს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეებს შეუწყდეთ საბაზისო პენსია, დაიწყოს საპენსიო ასაკის გასაზრდელად მუშაობა და მოხდეს საპენსიო დანაზოგების ინვესტირება.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend