მთავარიევროპარუსეთიაშშ-სა და გაეროში რუსეთში ამერიკელი ჟურნალისტის დაკავებას ეხმაურებიან

აშშ-სა და გაეროში რუსეთში ამერიკელი ჟურნალისტის დაკავებას ეხმაურებიან

ვაშინგტონი რუსეთში დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩისთვის საკონსულოს ჩართვას მოითხოვს.

„უოლ სტრიტის“  31 წლის ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს. ეს ცივი ომის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც შეერთებული შტატების კორესპონდენტი ჯაშუშობისთვის დააკავეს.

თეთრი სახლის პრესსპიკერი კარინ ჟან-პიერის თქმით, აშშ-ისთვის რუსეთის ხელისუფლების მიერ ამერიკის მოქალაქეების სამიზნეში ამოღება მიუღებელია. აშშ უმკაცრესად გმობს როგორც გერშკოვიჩის დაკავებას, ისე რუსეთის მთავრობის მიერ ჟურნალისტების დევნასა და მათ წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებს.

ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა გაეროშიც. გაეროს სპიკერი სტეფან დუჟარიკი აცხადებს, რომ ანტონიუ გუტერეშმა არაერთხელ გამოხატა თავისი შეშფოთება იმ მზარდი ტენდენციის გამო, რომელიც ასე აშკარაა. მისი თქმით, ჟურნალისტებს, რომლებიც მხოლოდ თავიანთ საქმეს აკეთებენ,  ავიწროებენ და აკავებენ.

თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა თვლის, რომ, რასაც გერშკოვიჩი აკეთებს, არ არის ჟურნალისტიკა. ჟურნალი „უოლ სტრიტიც“ არ ეთანხმება გერშკოვიჩის მიმართ წაყენებულ ბრალდებას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

ამავდვროულად, აშშ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend