მთავარიევროპაუკრაინასაფრანგეთში თევზჭერის 6 თვით აკრძალვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

საფრანგეთში თევზჭერის 6 თვით აკრძალვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

საფრანგეთში გაფიცვისა და პროტესტის ფარგლებში მეთევზეებმა სათევზაო ნავებით ბაიონის კომერციული პორტის შესასვლელი გადაკეტეს. ეს იყო ერთგვარი გაფრთხილება საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოს იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც, მეთევზეების აზრით,  მათ მცირე ბიზნესზე უარყოფითად აისახება. გადაწყვეტილების თანახმად, დელფინების დასაცავად  გარკვეულ ზონებში მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში  თევზჭერა აიკრძალება.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე და მეთევზე, ოლივიე მერსიე, ამბობს, რომ სასწორზე მეთევზეების გადარჩენის საკითხია. ჯერ არ იციან, საბოლოოდ რას გადაწყვეტს საბჭო, თუმცა, დარწმუნებული არიან, რომ მათი საქმიანობის შეჩერება სურთ.  არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობის 3 თვით შეჩერებას მოითხოვენ, ორი თვით პირველ კვარტალში, ერთით კი – ზაფხულში.  ეს ბრუნვის 50-პროცენტიან ზარალს ნიშნავს. კომპანია კი, რომელიც ბრუნვის 50-პროცენტიან ზარალს განიცდის,  ოლივიე მერსიეს აზრით, ჩასაძირად არის განწირული.

თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიესალმებიან ამ გადაწყვეტილებას.  ისინი როგორც ზღვაში, ისე სანაპიროებზე დელფინების დახოცვის შემთხვევებს აღრიცხავენ. მათი ინფორმაციით, ასობით დელფინი  სათევზაო ბადეებში, ნავის ძრავებში ან სხვა სათევზაო აღჭურვილობაში მოხვედრის გამო იხოცება. მათი თქმით, თევზჭერის პრაქტიკა უნდა შეიცვალოს, რადგან არსებული მეთოდები საფრთხეს უქმნის დელფინთა პოპულაციას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend