მთავარიგადაცემებინამდვილი ეკონომიკარატომ უნდა შეიცვალოს აზბესტის რეგულაციები ევროკავშირში დასაქმებულთა უკეთ დაცვის მიზნით?

რატომ უნდა შეიცვალოს აზბესტის რეგულაციები ევროკავშირში დასაქმებულთა უკეთ დაცვის მიზნით?

კლიმატური ცვლილებიდან გამომდინარე, ევროპამ თავის დასახულ მიზნებს რომ მიაღწიოს, 2030 წლისთვის 35 მილიონი შენობა სრულად უნდა განახლდეს. სარემონტო სამუშაოების ჩატარების დროს კი უამრავი მუშა აზბესტთან დაკავშირებული რისკის წინაშე დადგება. მაინც როგორ უნდა გაძლიერდეს ბრძოლა ამ ტოქსიკური ნივთიერების წინააღმდეგ, რომელიც ჯერ კიდევ უამრავ შენობაში რჩება?

მუშახელის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, ევროკომისია აზბესტის ბოჭკოსთან უშუალო კონტაქტის არსებული ზღვრის ათჯერ შემცირების წინადადებით გამოვიდა. “ევრონიუსის“ კორესპონდენტი ფანი გორე  საფრანგეთში ჩავიდა, რათა ენახა, თუ რას ნიშნავს ახალი რეგულაცია აზბესტის ამოღებაში დასაქმებული ადამიანებისთვის.

ფრანგული გამოცდილება

საფრანგეთში აზბესტის ზემოქმედების მკაცრი რეგულაცია, რომლის დანერგვასაც მთელ ევროპაში აპირებენ, უკვე იდიდ ხანია მოქმედებს.

ტულუზის ჩრდილოეთით აზბესტის ამოღების ადგილზე აზბესტისაგან გაწმენდის სამუშაოების მენეჯერი ემანუელი განმარტავს, რომ უსაფრთხოების მრავალი ზომა გაატარეს:

ემანუელ პეზე, Mason-ის აზბესტის დეკონტამინაციის ხელმძღვანელი

„მუშებს სპეციალური დამცავი მოწყობილობა და სასუნთქი აპარატურა ეძლევათ. ეს დამოკიდებულია მტვრის დონესა და მშენებლობის ადგილის რისკის ანალიზზე. ამას მოსდევს დეკონტამინაციის მობილური განყოფილება, ღობეები, ეკრანი, საიდენტიფიკაციო კოდები, ნარჩენების საყრელი.“

 

„გვაქვს გარემოსდაცვითი ტუმბოები, ასევე საზომი ტუმბოები ოპერატორებისთვის, რათა დააკვირდნენ პროფესიული საქმიანობის დროს აზბესტის ზემოქმედების ლიმიტებთან შესაბამისობას.“

მუშების დამცავი  და მშენებლობების გარემოსდაცვითი ზომების  გატარების  რეგულირება საფრანგეთში ძალიან მკაცრია. მტვრის მოცულობას სისტემატურად ზომავენ.

შესუნთქვის შემთხვევაში აზბესტს სერიოზული დაავადების გამოწვევა შეუძლია, როგორიცაა ფილტვის კიბო, რომელიც აზბესტთან კონტაქტიდან საშუალოდ 30 წლის შემდეგ ვლინდება. ასეთი საფრთხის მიუხედავად, აზებსტის ამომღები ოპერატორი ფლორიანი თავს დაცულად გრძნობს.

ფლორიან ტამალეტი, Mason-ის  აზბესტის ამოღების ოპერატორი:

„მე არ მეშინია ჩემი საქმიანობის გამო, რადგან ძალიან, ძალიან კარგად გვიწევენ ზედამხედველობას. ჩვენ პირველებმა ვიცით, თუ სად იქნება აზბესტი, ვიდრე ვინმე სხვამ მშენებლობაზე.“

ტრენინგი აუცილებელია

ტულუზის სამხრეთით  პროფესიული რისკის მართვის კომპანია Aléa Contrôles-ის დირექტორს ოლივიე ჰოლმს შევხდით. ამ კომპანიის აზბესტის ტრენინგ ცენტრში ასწავლიან, თუ როგორ გამოიყენონ დამცავი და გამწმენდი აპარატურა. ეს კომპანია მშენებლობებიდან აღებული ნიმუშების ანალიზსაც ატარებს, რათა შეამოწმოს აზბესტის დონე ჰაერში.

ოლივიე ჰოლმი, კომპანია  Aléa Contrôles-ის ხელმძღვანელი:

„ეს ადგილზე უამრავ გადამზადებასა და ძალიან სპეციფიური ტექნიკის დანერგვას  მოითხოვს.  საფრანგეთში უკვე 10-წლიანი გამოცდილება გვაქვს იმ ახალი სტანდარტის, რომელიც მთელ ევროკავშირში უნდა დაინერგოს. ძალიან დიდი დრო დასჭირდა ამ ზღვრის მიღწევას. უფრო ნაკლები დონე კიდევ მეტ დროსა და ახალ ტექნოლოგიას მოითხოვს.“

საფრანგეთში აზბესტთან დაკავშირებული პროფესიების გამო წელიწადში 3-იდან 4 ათასამდე ადამიანი ავადდება. მშენებლებისთვის გადამზადება სავალდებულოა, თუმცა ყველამ ამის შესახებ არ იცის.

„გადამზადება აუცილებელია,“ – ამბობს ოლივიე. „გადამზადების გარეშე აზბესტისაგან თავს ვერ დაიცავ. ეს ეხმარება მუშახელს, რისკები განსაზღვროს. თავის  ავტომატური დაცვის მექანიზმები არსებობს და მათ ასათვისებლად განმეორებითი ტრენინგია საჭირო.“

კატია როზიერი აზბესტის ტრენინგების ზედამხედველი, ერთი წლის განმავლობაში თავის კურსებს აახლებს. იგი იმეორებს იმ ჟესტებს, რომლებიც საშუალებას მისცემს, მშენებლობაზე არსებული რისკი თავიდან აიცილოს.

კატია როზიერი, აზბესტის ტრენინგების ტექნიკური ზედამხედველი:

„ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რათა ხალხი უსაფრთხოდ გვყავდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების ყველა ზომა მივიღოთ, რაც კი არსებობს. არადა, უამრავი რამ არსებობს, გარდა ამისა, თვალ-ყური უნდა ვადევნოთ, რამდენად იცავენ ამ ზომებს მშნებლობებზე.“

უფრო მკაცრი რეგულაცია

ისმის კითხვა: მაინც რამდენად საკამრისია ეს ზომები, რათა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეს წამყვანი საკითხი მოგვარდეს? უილიამ კოკბარნი, შრომის უსაფრთხოებისა და  ჯანმრთელობის ევროპული სააგენტოს დროებითი დირექტორი ამბობს, რომ რეგულაცია უნდა გამკაცრდეს.

უილიამ კოკბარნი:  “დღეს მომსწრე ვართ იმ სიკვდილიანობისა, რომელიც გასული საუკუნის 80-90-იან წლებში აზბესტის ზემოქმედებამ გამოიწვია. როდესაც რემონტს ვატარებთ ან სამშენებლო სამუშაოებს ვაწარმოებთ, მუშები კვლავ აზბესტის ზემოქმედების რისკის ქვეშ დგებიან. ამიტომ ასეთ ადგილებში ყველა საჭირო პროცედურა უნდა ჩატარდეს. საჭიროა მკაცრი კანონმდებლობა, რომელიც შემოთავაზებულია იმისათვის, რომ რეკომენდებული და აუცილებელი ტექნიკური ღონისძიებები გატარდეს.“

მისი აზრით, ევროკომისიის წინადადება აზბესტის ზემოქმედების ნორმის გამკაცრებასთან დაკავშირებით უფრო ფართოდ უნდა დიანერგოს:

„აზბესტის ბოჭკო კანცეროგენულია და ამიტომ მასთან შეხება სრულად უსაფრთხო ვერ იქნება. რაც უფრო მეტი ბოჭკოა შესუნთქული, მით მაღალია დაავადების რისკი. კანონმდებლობა დამსაქმებლებს ავალდებულებს, რომ აზბესტთან შეხება რაც შეიძლება ნაკლები იყოს. ასე რომ, შეხების ზღვარი დასაშვები ზღვარი კი არ არის, არამედ  ზედა ზღვარია. 10-ჯერ უფრო მკაცრი ლიმიტის შემოღების შემდეგ ჩვენი მოლოდინია, რომ ევროპელი მუშების დაცვის დონე საკმაოდ ამაღლდება. თუმცა ამისათვის საჭიროა ცნობიერების ამაღლებაც  ზედამხედველობითა და შესაბამისი მექნაიზმებით, ასევე აუცილებელია შესატყვისი პროცედურებისა და სტრატეგიების დანერგვა.“

მრავალი პროფკავშირის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ აზბესტთან პროფესიული შეხების ზღვარი ასჯერ უფრო დაბალი უნდა იყოს, რათა მუშახელი სანდოდ იყოს დაცული, მაგრამ კოკბარნი თვლის, რომ აზებსტთან სეხების ზღვრის ზალიან დაბლა დაწევაც არ ივარგებს და ეს პრაქტიკული რეალობის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

„იცით, ეს საკმაოდ რთული საკითხია, რომელიც ევროკომისიამ ფართომასშტაბიანი კვლევების გათვალისწინებით განიხილა. გარკვეულწილად, უნდა გაითვალისწინო ამა თუ იმ ადგილის მოცემულობა. მაგალითად, აქ, ბილბაოში, აზბესტს ძალიან დაბალი კონცენტრაციით ვისუნთქავთ. ამიტომ პრაქტიკული ზღვარი უნდა მოიძებნოს.“

მისი აზრით,  დაგეგმილი ღონისძიებების გატარების ხარჯი?= სრულიად ხელმისაწვდომია:

„კვლევა აჩვენებს, რომ ეს ხარჯი არც ისე მაღალია და ძირითადად მომხმარებელზე გადანაწილდება. რასაკვირველია, გარკვეულ ხარჯს მთავრობაც გაიღებს, რადგან უნდა გადაამზადონ ინსპექციის სამსახურები,  ახალი მოწყობილობები დადგან ლაბორატორიებში უფრო დაბალი ლიმიტის დასადგენად. მაგრამ ყველა ეს ხარჯი ნამდვილად უფერულდება იმასთან შედარებით, რასაც საზოგადოება დაზოგავს პროდუქტიულობის დანაკარგების, მკურნალობისა და საავადმყოფოს ხარჯის, ასევე კომპენსაციის ხარჯის შემცირების შედეგად. და რაც მთავარია,  იმ ადამიანური ტანჯვის შემცირებით, რომელსაც ვხედავთ.“

შემოთავაზებული ახალი ზღვარი ევროპაში სავალდებულო რომ გახდეს, ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ, რითაც მუშახელს  სიმსივნისგან უკეთ დაიცავენ.

ავტორი: ფანი გორე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend