მთავარიმსოფლიოისტორიკოსი ალბერტო გრანდი ამტკიცებს, რომ პასტა კარბონარა ამერიკული კერძია

ისტორიკოსი ალბერტო გრანდი ამტკიცებს, რომ პასტა კარბონარა ამერიკული კერძია

რამდენად არის პასტა კარბონარა ნამდვილად იტალიური წარმოშობის? ამ კერძმა მკვლევრებს შორის კამათი და დისკუსია გამოიწვია.

პარმის უნივერსიტეტის ისტორიკოსი ალბერტო გრანდი ამტკიცებს, რომ ის შეერთებული შტატებიდან მოდის.

მისი თქმით, პირველად კერძის რეცეპტი 1952 წელს ჩიკაგოში გამოქვეყნდა. ამ დროს ბევრი იტალიელი ამერიკაში გაემგზავრა. მას მიაჩნია, რომ თითქმის მთელი იტალიური სამზარეულო იტალიურ-ამერიკულია.

ამ განცხადებამ რომის პროვინციის მცხოვრებლების აღშფოთება გამოიწვია. მოქალაქეებს არ სჯერათ, რასაც ისტორიკოსი ამტკიცებს და ამბობენ, რომ ამერიკელები პიცასაც  ანანასთან ერთად ჭამენ და სწორედ ამას უწოდებენ ამერიკულ სამზარეულოს.

იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძი, ნამდვილი კარბონარას სოუსი, მხოლოდ სამი ინგრედიენტისგან შედგება. ესენია: კვერცხის გული, ღორის ხორცი და ყველი პეკორინო. თუმცა საიდან გაჩნდა ეს იდეა? ამის შესახებ კამათი და დისკუსია არ წყდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend