მთავარისაქართველო2022 წელს საქართველოში დაბადებულთა რაოდენობა გარდაცვლილებზე ნაკლებია

2022 წელს საქართველოში დაბადებულთა რაოდენობა გარდაცვლილებზე ნაკლებია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 42 319 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 21 900-მდე ბიჭია, 20 422 კი გოგო. ეს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით 7.9%-ითაა პროცენტითაა შემცირებული.

გაზრდილია გარდაცვლილთა რაოდენობა. საქსტატის ცნობით, გასულ წელს საქართველოში 49 118 ადამიანი გარდაიცვალა. შობადობასა და გარდაცვლილთა მაჩვენებლებს შორის სხვაობა 6 800-ია. 2021 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18%-ით შემცირდა.

2022 წელს, რეგისტრირებულია 26 048 ქორწინება, რაც 12.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.4 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 31.9 წელს.

ამასთან, 2022 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 14 098 ერთეული შეადგინა, რაც 32.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend