პრორუსულმა მედიამ და ტელეგრამარხებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელიც გადაღებულია ვიდეორეგისტრატორით. კადრებზე ჩანს ორი ადამიანი, რომლებსაც უკრაინელი სამხედროების ფორმის ნიშნები აქვს. ისინი აჩერებენ ავტომობილს, რომელშიც კადრის მიხედვით, იმყოფება დედა და შვილი.
ერთ-ერთი ფორმიანი მიდის ავტომობილთან და შეურაცხყოფას აყენებს ქალს, რადგან მან თითქოს სამხედრო ტექნიკას გაუსწრო და ითხოვენ, რომ ქალმ რუსულ ენაზე უპასუხოს. საბოლოოდ, ფორმიანი პირი ხსნის ცეცხლს. სად ხვდება ტყვია, გაურკვეველია.
აღსანიშნავია, რომ ტელეგრამარხების და მედიის გარდა, ეს ვიდეო გამოჩნდა რუსეთის ოფიციალური საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერის გვერდზე. ასევე ვიდეო გამოაქვეყნა დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ. საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდიდან ვიდეო უკვე წაშლილია, თუმცა საელჩოს გვერდზე ჯერ კიდევ რჩება.
🇺🇦military stop a woman with her baby for allegedly violating traffic rules. After hearing her speak Russian & finding out she is a Muslim, the "brave" Ukrainian: shouts at, threatens, insults her, calls her "pig", scares her baby, fires several shots. #TruthonUkraine @mfa_russia pic.twitter.com/2Gnp5dsVpd
— Russian Embassy, UK (@RussianEmbassy) March 27, 2023
პროექტმა GeoConfirmed-ის თქმით, ღია წყაროებით არსებული მონაცემებით (OSINT), იპოვეს ადგილი, სადაც არის ჩაწერილი ვიდეო. ისინი დეტალურად განმარტავენ ტვიტერზე თუ როგორ იპოვეს გეოლოკაცია. მთავარი გასაღები ელექტროდენის გადამცემებია, რომელიც ჩანს ვიდეოს დასაწყისში. ასევე, გზა, ხეები და სხვა ობიექტები, რომლებიც კადრზე ჩანს. პროექტმა მიუთითა კიდევაც ზუსტი ლოკაციის კოორდინატები – 47.977044, 37.953754.
ამ მონაცემებით, ვიდეო გადაღებულია მაკეევკაში. ეს არის ქალაქი დონეცკის ოლქში, რომელიც 2014 წლიდან კონტროლდება რუსების მიერ.
გეოლოკაცია დაადასტურეს ასევე სხვა დამოუკიდებელმა მკვლევრებმაც. დაახლოებით იგივე სურათი აჩვენა თანამგზავრიდან გადაღებულმა ფოტოებმაც.
პროექტი GeoConfirmed-ის მონაცემები დაადასტურა არხმა Moscow Calling-მა, რომლის გამომწერი მივიდა შესაბამის ადგილას, გადაიღო ფოტოები, რომელზეც ზუსტად ჩანს ის ხეები, რომლებიც დადგმულ ვიდეოზე ჩანს.
GeoConfirmed UKR.
"2 Ukrainians stopped a car and fires a gun to scare a women and child."
❌This is not Ukrainian military❌
This video is made 30 km's behind the frontline.Russian disinformation, but geolocation by @PStyle0ne1 is on point and GeoConfirmed.
🧵👇
1/13 pic.twitter.com/gewMd6gImq
— GeoConfirmed (@GeoConfirmed) March 27, 2023
3/ The identified location, 47.9769473, 37.9534718, is situated deep within the occupied territory of Donetsk, as can be seen on the DeepState map. pic.twitter.com/mIeCza3I0w
— Tatarigami_UA (@Tatarigami_UA) March 27, 2023
გარდა ლოკაციისა, საეჭვოა ელემენტები, რომლებიც კადრებში ჩანს. პირველი ის , რომ სავარაუდო სამხედროებს აქვთ ყვითელი ლენტები, და უკრაინელები უკვე დიდი ხანია იყენებენ მწვანე ლენტებს, თუმცა შესაძლებელია, რომ ყვითელსაც ტარებდნენ. მეორე ის, რომ უკრაინაში აკრძალულია ვიდეორეგისტრატორის გამოყენება უკვე ერთი წელია და მისი გამოყენება ისჯება 3-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე OSINT-ის გამოძიების შემდეგ, ვიდეოს სიყალბეზე დაწერა რამდენიმე კრემლისტურმა არხმაც, რომელმაც გაავრცელა კიდევაც კადრები მანამდე. “ჩვენები ვარჯიშობენ, მაგრამ ასეთი საინფორმაციო ოპერაციების ჩატარებაში კიდევ ბევრი გვაქ სასწავლი”, – წერს ერთ-ერთი პროკრემლისტური არხი.