მთავარისაქართველოევროკომისიის რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი ჯერ კიდევ არ შესრულებულა - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

ევროკომისიის რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი ჯერ კიდევ არ შესრულებულა – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

ამავდროულად კი მმართველი პარტია ევროკომისიის მხრიდან განსაზღვრული პირობების წარმატებით შესრულებაზე საუბრობს და ამ პროცესისთვის ხელის შეშლაში ოპოზიციას ადანაშაულებს

მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია ევროკომისიის მხრიდან განსაზღვრული პირობების წარმატებით შესრულებაზე საუბრობს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ამ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი ჯერ კიდევ არ შესრულებულა. მათ შესასრულებლად კი მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევაა საჭირო.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მმართველ პარტიას, პირველი, მეშვიდე და მერვე რეკომენდაციების შესასრულებლად ძალისხმევა საერთოდ არ გაუწევია. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების მიზნით არ გადაუდგამთ  ნაბიჯები, ასევე არაფერი გაკეთებულა დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად და არც ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირებისთვის უმუშავიათ.

ანგარიშის თანახმად, მმართველი პარტია ანტიევროპულ რიტორიკას არ წყვეტდა და მაშინაც კი, როცა ევროკომისიის ზოგიერთ რეკომენდაციას ასრულებდა, ამას თან სდევდა ანტიევროპული ნარატივი რაც აზიანებდა პროცესს. ამ აზრს იზიარებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

„ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, რომ მმართველმა პარტიამ 12-ვე რეკომენდაციის შესასრულებლად კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგა და რეკომენდაციების შესრულების პროცესისთვის ხელის შეშლის მცდელობებში, ოპოზიციას ადანაშაულებენ.

ამასობაში, კი დრო გადის და ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად მხოლოდ 9 თვე რჩება.

ხოლო რაც შეეხება რეკომენდაციებს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მმართველ პარტიას მოუწოდებს, შეწყვიტოს ევროპული პერსპექტივის დამაზარალებელი პოლიტიკური განცხადებების გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება.

ხოლო ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, დაუბრუნდნენ აქტიურ საპარლამენტო საქმიანობას იმისათვის, რომ 2023 წლის ბოლომდე 12 რეკომენდაცია შესრულდეს.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend