მთავარიაზიაისრაელიისრაელში ქვეყნის თავდაცვის მინისტრის გადაყენებას აპროტესტებენ

ისრაელში ქვეყნის თავდაცვის მინისტრის გადაყენებას აპროტესტებენ

კვირას საღამოს ისრაელის ქალაქების ქუჩებში ათიათასობით მოქალაქე  გამოვიდა პროტესტის ნიშნად. მოქალაქეების განრისხება პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ ისრაელის თავდაცვის მინისტრის გადაყენებას მოჰყვა. თავდაცვის მინისტრი წინ აღუდგა ქვეყნის ლიდერის სასამართლო სისტემის რეფორმას.

თელ-ავივში მომიტინგეებმა ერთ-ერთი მთავარი გზატკეცილი გადაკეტეს და რამდენიმე ადგილას კოცონი დაანთეს. იერუსალიმში კი, ნეთანიაჰუს სახლთან, პოლიცია და მომიტინგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

გასულ შაბათს მოკლე სატელევიზიო მიმართვის დროს თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული რამდენიმეკვირიანი პროტესტი ქვეყანას უქმნის საფრთხეს. ამიტომ იგი ხელისუფლების გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა.

ნეთანიაჰუს მთავრობა მიმდინარე კვირას საპარლამენტო კენჭისყრაზე გაიტანს რეფორმის ერთ-ერთ მთავარ საკითხს, კანონს, რომლის მიხედვით,  მმართველ კოალიციას სასამართლო საკითხების გადაწყვეტისას საბოლოო სიტყვის უფლება ექნება. როგორც კრიტიკოსები აცხადებენ, სასამართლო რეფორმა მნიშვნელოვნად დასწევს დემოკრატიის დონეს ისრაელში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend