მთავარისაქართველოევროკომისიის რეკომენდაციები

ევროკომისიის რეკომენდაციები

ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობა ხელისუფლების ოპონენტებისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ოპოზიციის ნაწილი მმართველ გუნდს პარლამენტში 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის საპარლამენტო მუშაობის მეორე ეტაპის დაწყებისკენ მოუწოდებს, რა დროსაც, მათი თქმით, პასუხისმგებლობები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის თანაბრად უნდა გადანაწილდეს.

ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი მმართველ გუნდს 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის საპარლამენტო მუშაობის მეორე ეტაპის დაწყებისკენ მოუწოდებს, რომლის ფარგლებშიც, ოპოზიციის მონაწილეობით უნდა შეიქმნას რეკომენდაციების შესრულების საპარლამენტო საზედამხედველო საბჭო.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციებიდან ყველაზე საკვანძო რეკომენდაციების შესრულების პოლიტიკური ნება არ გააჩნია. მათი განმარტებით, მათ შორის ეს დეოლიგარქიზაციასა და სასამართლო რეფორმას ეხება.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ საქართველოს წლის ბოლოს ექნება კანდიდატის სტატუსი. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, ევროკომისიის შეფასებებშიც გამოჩნდა, საქართველოს კარგი შედეგები ჰქონდა რეფორმების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12-პუნქტიანი რეკომენდაციები უნდა შეასრულოს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend