მთავარისაქართველოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი დემოკრატიის ეროვნული ფონდის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დემოკრატიის ეროვნული ფონდის თავმჯდომარეს შეხვდა

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დემოკრატიის ეროვნული ფონდის თავმჯდომარეს კენეტ უოლაკს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე არსებული თანამშრომლობის დინამიკა მიმოიხილეს.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორი და ერთგული მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.

ასევე ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე და უკვე გატარებულ რეფორმებზე. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, მიაღწიოს შემდგომ პროგრესს იმ რეფორმების მიმართულებით, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend