მთავარიმსოფლიოჰოლივუდის მსახიობი გვინეთ პელტროუ სასამართლოს წინაშე წარსდგება

ჰოლივუდის მსახიობი გვინეთ პელტროუ სასამართლოს წინაშე წარსდგება

ჰოლივუდის ცნობილ მსახიობს გვინეთ პელტროუს სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა. საქმე ეხება 2016 წელს იუტას სამთო-სათხილამურო კურორტზე მომხდარ ინციდენტს. მომჩივანი ტერი სანდერსონი აცხადებს, რომ მსახიობი მას თხილამურებით სრიალისას შეეჯახა და სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა. იუტა შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სათხილამურო კურორტად ითვლება.

სანდერსონის ადვოკატები აცხადებენ, რომ პელტროუმ მძიმედ დაშავებული შემთხვევის ადგილზე მიატოვა და სრიალი გააგრძელა.

თავდაპირველად დაზარალებული 3 მილიონ დოლარს ითხოვდა, შემდეგ კი  თანხა 300,000 დოლარით შეცვალა. ტერი სანდერსონი ამტკიცებს, რომ უბედური შემთხვევა დაუდევრობით იყო გამოწვეული, რის გამოც მან როგორც ფიზიკური დაზიანებები, ისე ემოციური სტრესი მიიღო.

გვინეთ პელტროუს ადვოკატები ინციდენტთან  მის კავშირს უარყოფენ. მათი თქმით, დაზარალებულის მოტივი ფინანსური სარგებლის მიღება და პელტროუს იმიჯისთვის ზიანის მიყენებაა.

სასამართლო პროცესი პარკ სიტიში არის  დაგეგმილი და ის შესაძლოა,  ერთ კვირაზე მეტხანს გაგრძელდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend