მთავარიევროპარუსეთისი ძინპინი მოსკოვშია - რა პოლიტიკური მიზნის მიღწევა სურს პეკინს

სი ძინპინი მოსკოვშია – რა პოლიტიკური მიზნის მიღწევა სურს პეკინს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვშია.

ეს ვიზიტი მოსდევს პეკინის მიერ წარმოებულ საგარეო პოლიტიკას, რომლის მიზანიც ამ ეტაპზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გლობალური მასშტაბით, როგორც მშვიდობისმყოფელის წარმოჩენაა.

სწორედ პეკინის შუამავლობით განახლდა ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური კავშირები, უკრაინის ომთან დაკავშირებით კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარადგინა.

„პეკინი რამდენიმე საგარეო პოლიტიკური მიზნის მიღწევას ცდილობს და ამ თვალსაზრისით ბალანსის დაცვა რთულია. პეკინს სურს, მოსკოვთან სტრატეგიული თანამშრომლობისთვის ხაზგასმა, განსაკუთრებით კი ვაშინგტონისთვის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ამავე დროს სურს, გლობალურ სამხრეთს აჩვენოს, რომ პეკინს საერთაშორისო მასშტაბით კონსტრუქციული როლის თამაში შეუძლია. პეკინის მიზანია, ევროკავშირთან დაპირისპირებაც აიცილოს თავიდან, ეს საკმაოდ რთული საგარეო პოლიტიკური ამოცანებია”, – მიიჩნევს ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი ჯოზეფ ტორიგიანი.

საერთაშორისო ურთიერთობების რიგი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პეკინი უკრაინის ომის შემდგომი ახალი მსოფლიო წესრიგისთვის ემზადება.

„პეკინის მიზანია, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ახალი მსოფლიო წესრიგის საფუძვლის შექმნაში მიიღოს მონაწილეობა. ვინაიდან ირიბად მაინც პეკინი ჩართულია ამ კონფლიქტში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ცდილობს, მშვიდობისმყოფელის როლი ითამაშოს, ამავე დროს კი ამერიკის შეერთებული შტატების კონკურენტად დარჩეს”, – ვარაუდობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ნატალია ბუტირსკა.

უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყებიდანვე პეკინი მოსკოვს საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით მხარს უჭერს.

„პეკინი მოსკოვს მხარს დაუჭერს, მაგრამ იმგვარად რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ დაუპირისპირდეს, შესაბამისად ჩინეთის მხარდაჭერა რუსეთისადმი იქნება სიმბოლური, პუტინის დამარცხების შანსი დიდია და პეკინს არ სურს, რომ წაგებულ მხარესთან ასოცირდებოდეს”, – ამბობს რიგას თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი დმიტრი ორეშკინი.

პეკინში აცხადებენ, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ორმხრივი ურთიერთობები გლობალური მასშტაბის მქონე დიალოგია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend