საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი ჰყავს. მიხეილ ჩხენკელი „ქართულ ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა შეცვალა, რომელიც აქამდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. გიორგი ამილახვარი მუშაობის საკუთარ ხედვას პრემიერ-მინისტრს უახლოეს პერიოდში წარუდგენს. იქამდე კი ამბობს, რომ კვლავ რჩება რიგი გამოწვევები და პრობლემები, რომლებსაც სწრაფი პასუხი და გადაჭრა სჭირდება.
მმართველი გუნდის სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობენ ოპოზიციაშიც და აცხადებენ, რომ ამ ცვლილებით ქვეყანაში არსებითად არაფერი შეიცვლება. მათივე შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ მინისტრის ჩანაცვლება გადაწყვიტა არა განათლების სისტემაში არსებული უმწვავესი პრობლემების გამო, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე დარდობს.
განათლების სექტორში არსებულ ხარვეზებზე ხშირად მიუთითებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და განათლების ექსპერტები, მაგალითად, IDFI-ის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებული კვლევაში საუბარია, რომ მასწავლებელთა რაოდენობა არ ყოფნის მოსწავლეების რაოდენობას, პრობლემაა ასევე სკოლებიც ინფრაქსტრუქტურაც. შემცირებულია პროფესიული სასწავლებლების პოპულარობა, უამრავ სტუდენტს კი სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გამო უწევს სტუდენტის სტატუსის შეჩერება.
ანა ალელიშვილი