მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება

საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, საფრანგეთის მთავრობამ გამოიყენა სპეციალური საკონსტიტუციო უფლებამოსილება და ხალხისთვის მიუღებელი საპენსიო სისტემის ცვლილებები დაამტკიცა.

პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. ქუჩაში გამოსული მოსახლეობა საპენსიო ასაკის 62-იდან 64 წლამდე გაზრდას აპროტესტებს, ამას ისიც ემატება, რომ კანონი უმრავლესობის თანხმობის გარეშე იქნა მიღებული. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ელისაბედ ბორნის განცხადებით, მან ყველაფერი გააკეთა, რომ კანონპროექტს უმრავლესობის მხარდაჭერა მიეღო.

„დისკუსია გვქონდა პრეზიდენტთან, მინისტრებთან, საპარლამენტო უმრავლესობასთან. ვისაუბრეთ, რომ მომხრე დეპუტატების საკმარისი რაოდენობა არ გვქონდა. ამიტომ რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეთანხმებით, მე ჩემი წილი პასუხისმგებლობა ავიღე და დავამტკიცე არა პირველი ტექსტი, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა, არამედ კომპრომისული კანონპროექტი“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლისას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად საფრანგეთის ეროვნული ჰიმნი შეასრულეს, რათა პრემიერის გამოსვლა ჩაეშალათ. ბორნიმ აღშფოთება გამოხატა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ამ ქმედების გამო. მას მიაჩნია, რომ ზოგიერთ პარტიას ქაოსის შექმნა სურს როგორც ასამბლეაში, ისე საფრანგეთის ქუჩებში.

ათასობით მოქალაქე, მათ შორის საფრანგეთის პროფკავშირის ათასობით წევრი ეროვნული ასამბლეის წინ პროტესტის გამოსახატად შეიკრიბნენ.

დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო ღამით, როდესაც პოლიციამ ტერიტორიის გასუფთავება გადაწყვიტა. პარიზის პოლიციის მონაცემებით დაკავებულია 120 დემონსტრანტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend