მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONევროკავშირი ბაქოსა და ერევანს ისტორიული შანსის გამოყენებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი ბაქოსა და ერევანს ისტორიული შანსის გამოყენებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, რომ გრძელვადიანი და მყარი მშვიდობის დამყარებისთვის გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ისტორიული შესაძლებლობა.

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ ბაქოსა და ერევანს აქვთ შანსი ერთხელ და სამუდამოდ ამოწურონ კონფლიქტი, მაგრამ ამ მიზნით მოლაპარაკებების პროცესის განახლება აუცილებელია.

ევროკომისარი ამავე დროს აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მზად არის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური პროცესი, სამშვიდობო ხელშეკრულების შექმნა და სახელმწიფო საზღვრების დემარკაცია უზრუნველყოს.

ბაქოში კი აცხადებენ, რომ სომხეთი სამშვიდობო პროცესის დაწყებას ხელს უშლის. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობები გასულ დეკემბერს კიდევ ერთხელ დაიძაბა, მიზეზი კი მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზის, ეგრეთ წოდებული ლაჩინის კორიდორის აზერბაიჯანელი ეკოაქტივისტების მიერ გადაკეტვა გახდა, მთიან ყარაბაღში კი შედეგად ჰუმანიტარული კრიზისი დაიწყო.

სომხეთის პრემიერ – მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მეზობელი აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომხების გენოციდს ამზადებს.

სომხეთის პრემიერ – მინისტრი ხშირად აკრიტიკებს მოსკოვსაც და კრემლის მიერ მართულ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთში ბევრი შიშობს, რომ მოსკოვის მიერ მართულმა სამხედრო ბლოკმა ერევანი ბაქოსა და ანკარას პირისპირ მარტო დატოვა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო ომს, რომელმაც 6 კვირა გასტანა, ორივე მხრიდან 5 ათასი სამხედროსა და 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend