მთავარიაზიაისრაელიაქციების ფონზე ისრაელის პრეზიდენტმა ახალი კომპრომისული გეგმა წარმოადგინა

აქციების ფონზე ისრაელის პრეზიდენტმა ახალი კომპრომისული გეგმა წარმოადგინა

რამდენიმე კვირაა, რაც მთავრობის მიერ შემუშავებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ ისრაელში საპროტესტო აქციები იმართება. ათასობით დემონსტრანტმა საპროტესტო აქცია მოაწყო ბენ-გურიონის აეროპორტში, საიდანაც პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრებოდა. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერით: “დიქტატორი გაქცეულია!” და “არ დაბრუნდე!”.

მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული მრავალკვირიანი საპროტესტო აქციების ფონზე ისრაელის პრეზიდენტმა სამოქალაქო ომის საშიშროებაზე ისაუბრა. მან ასევე ახალი კომპრომისული გეგმა წარმოადგინა.

„ის გეგმა, რომელსაც მე დღეს წარმოგიდგენთ, არის ოქროს გზა, რომელიც გულისხმობს სათანადო, სწორ, დაბალანსებულ და კონსტრუქციულ აზრებს, რწმენას, ამავე დროს, რისკებს. ამ გეგმით შეგვიძლია ვიპოვოთ საერთო ნიადაგი და მივაღწიოთ შეთანხმებას. ეს არ არის კომპრომისი პრეზიდენტისთვის, ეს ხალხისთვისაა“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი.

თუმცა ნეთანიაჰუმ, რომლის მთავრობაში შედიან ტრადიციული და უკიდურესი მემარჯვენე პარტიები, პრეზიდენტის შეთავაზება არ მიიღო. გახმაურებული კანონპროექტი ისრაელის პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. სხვა საკამათო საკითხებთან ერთად, კანონპროექტი პარლამენტარებს საშუალებას მისცემს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები ხმათა უმრავლესობით გააუქმონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend