კიევში მეთერთმეტე საუკუნის პეჩერის ლავრის მართლმადიდებელი ბერები მთავრობის მხრიდან გამოსახლებას აპროტესტებენ.
ეს უძველესი, ოქროსგუმბათიანი რელიგიური კომპლექსი ქვეყენის ყველაზე მნიშვნელოვანი მართლმადიდებელი მონასტერია. აქ ცხოვრობენ ბერები, რომლებიც ცოტა ხნის წინ მოსკოვის იურისდიქციას ექვემდებარებოდნენ. თუმცა ისინი აცხადებენ, რომ მათ გაწყვიტეს ყველანაირი კავშირი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან მას შემდეგ, რაც რუსეთის პატრიარქმა კირილმა მოსკოვის უკრაინაში შეჭრას დაუჭირა მხარი.
ბერები ამბობენ, ამ ეკლესიას რამდენიმესაუკუნოვანი ისტორია აქვს, აქ ცხოვრობენ ბერები და მათ ჰყავთ პატრიარქი და მათი უცხო ქვეყნის აგენტებად ან მტრებად შერაცხვა არასწორია. ბერების თქმით, ეს მათი მიწა და ლავრაა.
მონასტრის ტერიტორია არაერთმა ბერმა დატოვა. თუმცა წინამძღვარი პავლო ლებიდი მაინც გარეთ იდგა და არსად აპირებდა წასვლას, მიუხედავად იმისა, რომ მონასტერში საიჯარო ხელშეკრულება უკვე აღარ მოქმედებს.
უკრაინამ ცოტა ხნის წინ დააარსა თავისი მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც არ ექვემდებარება მოსკოვის საპატრიარქოს.