მოლდოვაში დაწყებული საპროტესტო აქციები თანდათან პოლიტიკურ არეულობაში გადაიზარდა და პრორუსული ჯგუფების წინ წამოწევის საბაბი გახდა. ქვეყანაში რამდენიმე დღის წინ დააკავეს პირები, რომლებიც კიშინიოვის განცხადებით საპროტესტო აქციებზე ხელისუფლების დამხობის მიზნით მასობრივი არეულობების მოწყობას გეგმავდნენ, დაფინანსებას კი რუსეთიდან იღებდნენ.
მოლდოვაში არსებულ ვითარებაზე ნიკოლოზ ხატიაშვილი, ანალიტიკური ცენტრის, “ჯეოქეისის” საგარეო პოლიტიკის მკვლევარი საუბრობს.