მთავარიამერიკააშშაშშ-ში საბანკო რეგულაციები ამოქმედდება - ჯო ბაიდენი

აშშ-ში საბანკო რეგულაციები ამოქმედდება – ჯო ბაიდენი

ევროპელი ფინანსური ხელმძღვანელები ცდილობენ ინვესტორების დარწმუნებას, რომ აშშ-ში ბანკ „სილიკონ ველის“ გაკოტრება ევროპული ბანკებისთვის მცირე რისკს წარმოადგენს. ბანკი „სილიკონ ველი“ გასულ კვირას დაიხურა, რადგან ბევრ მომხმარებელს ბანკიდან თანხა ერთდროულად გამოჰქონდა. ევროკავშირის ეკონომიკის კომისრის განცხადებით, ევროპული ინსტიტუციები, ამერიკულთან შედარებით, გაცილებით უფრო მყარ პოზიციაში არიან.

„ყველა ევროპული ბანკი, არა მხოლოდ ყველაზე დიდი ბანკები, არამედ შედარებით მსხვილი ბანკებიც, ბაზელის პრუდენციალური ნორმების მიხედვით მოქმედებენ. ამიტომ არ არის იმის საფრთხე, რომ ამერიკის კრიზისი განმეორდეს. გარკვეული ზემოქმედების შესაძლებლობა არსებობს და ეს უნდა გავაკონტროლოთ. თუმცა ახლა ასე არ ვიქცევით, რადგან მნიშვნელოვან რისკს ვერ ვხედავთ”, – ევროკავშირის ეკონომიკის კომისარი პაოლო ჯენტილონი.

თეთრი სახლი შესაბამის ზომებს იღებს, რომ კრიზისი მთელ ქვეყანაში არ გამწვავდეს. ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რეგულაციები გამკაცრდება და გადასახადის გადამხდელი დაცული იქნება.

„მე ვაპირებ, ვთხოვო კონგრესსა და საბანკო მარეგულირებელ ორგანოებს, გაამკაცრონ რეგულაციები, რათა ბანკები გაკოტრების საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდნენ. ჩვენ კი ამერიკელებისთვის სამუშაო ადგილები უნდა შევინარჩუნოთ და მცირე ბიზნესები უნდა დავიცვათ“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

პრეზიდენტის დამამშვიდებელი გამოსვლის მიუხედავად, ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს მაინც ნერვიულობენ, რადგან გასულ უქმეებზე კიდევ ერთი ამერიკული ბანკი დაიხურა. ამერიკის შეერთებულ შტატებში კრიზისს ჯერჯერობით უმკლავდებიან, თუმცა რისკი მაინც მაღალია. ხელისუფლება მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend