მთავარიმსოფლიოევროპაჯანმრთელობისთვის სახიფათო პროდუქტები ევროკავშირის ქვეყნებში

ჯანმრთელობისთვის სახიფათო პროდუქტები ევროკავშირის ქვეყნებში

გადახურებული თმის საშრობები და გარე განათების ნათურები, რომლებიც წვიმას ვერ უძლებს –  ეს ელექტრონული კომერციის იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც გამოწვევად იქცა ევროპელი მარეგულირებლებისთვის. ისინი პასუხისმგებელი არიან, რომ კომპანიებმა ეს სახიფათო პროდუქტები აღარ გაყიდონ.

ევროპელი მომხმარებლები, რომელთაც  ონლიანმაღაზიებზე ადვილად აქვთ წვდომა, რისკებისგან დაუცველი არიან.  თუმცა დიდიე რეინდერსი, ევროკომისარი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებში, აცხადებს, რომ შემუშავებული მექნიზმები ეფექტიანია და კარგად მუშაობს.  მათ გასულ წელს მრავალი სახიფათო პროდუქტი გამოავლინეს. მისი თქმით, პროდუქტის ამოღება ძირითადი ბაზრებიდან უმოკლეს დროში, ორ სამუშაო დღეშია, შესაძლებელი, ეს კი, მისი აზრით, საკმაოდ სწრაფ რეაგირებაზე მიუთითებს.

ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტების 50 პროცენტი ჩინეთიდან მოდის, 22 პროცენტი ევროპული ეკონომიკური ზონიდან, ხოლო 28 პროცენტი მსოფლიოს დანარჩენი კუთხიდან.

სახიფათო პროდუქტების დიდი ნაწილი ჭარბი რაოდენობით ქიმიკატს შეიცავს. თუმცა ასევე დიდია ტრავმებისა და დახრჩობის რისკიც. ბევრი სხვადასხვა ნივთია, თუმცა პირველ ადგილზე მაინც სათამაშოებია.

სახიფათოდ შეფასებული პროდუქტები გაყიდვიდან ამოიღეს. ბევრმა კომპანიამ მსგავსი პროდუქტების წარმოებაც კი შეაჩერა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend