მთავარიმსოფლიოAUKUS-ის ფარგლებში ახალი ბირთვული წყალქვეშა ნავი შეიქმნება

AUKUS-ის ფარგლებში ახალი ბირთვული წყალქვეშა ნავი შეიქმნება

ამერიკის შეერთებული შტატების, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები ერთმანეთს ორშაბათს სან დიეგოში შეხვდნენ. ლიდერებმა ფლოტის განვითარებასა და არსებულ პარტნიორობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთეს. მათი განცხადებით მომდევნო წლებში მათ საერთო ფლოტს ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა ნავები უნდა შეადგენდნენ.

„ავსტრალია და დიდი ბრიტანეთი ამერიკის ორი ყველაზე ძლიერი მოკავშირეა. ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანამდე, საერთო ღირებულებები, მშვიდობიანი მომავლის საერთო ხედვა გვაერთიანებს. საუკუნეზე მეტია, ჩვენ ვდგავართ ერთად თავისუფლების დასაცავად, ყოველწლიურად ვმუშაობთ დემოკრატიის გასაძლიერებლად და ჩვენს ქვეყნებში მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

სან-დიეგოში გამართულ შეხვედრაზე ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნავებზე ბირთვული იარაღი არ მოთავსდება, ხოლო ავსტრალია კვლავ იქნება ბირთვულად თავისუფალი ქვეყანა. AUKUS-ის შეთანხმების თანახმად, თავდაპირველად ავსტრალია მინიმუმ სამ ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა ნავს მიიღებს.

„ავსტრალიას, შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობების ახალი თავი იწყება, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე, მეგობრობაზე, დემოკრატიისადმი ერთგულებაზე მშვიდონიანი მომავლის ხედვაზე. ავსტრალიის ისტორიაში, AUKUS-ის შეთანხმება  ავსტრალიის თავდაცვის კუთხით ყველაზე დიდ ინვესტიციას წარმოადგენს, რაც აუცილებლად გააძლიერებს ავსტრალიის ეროვნულ უსაფრთხოებას და ჩვენს რეგიონში არსებულ სტაბილურობას”, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენთონი ალბანესმა.

AUKUS-ის ფარგლებში, სამი სახელმწიფო უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ახალი ფლოტის შექმნაზე ითანამშრომლებს. გეგმის მიხედვით, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიისთვის სრულიად ახალი ბირთვული წყალქვეშა ნავი უნდა შეიქმნას. წყალქვეშა ნავი ბრიტანული და ავსტრალიური დიზაინით ბრიტანეთში აშენდება, ხოლო მას სამივე ქვეყნის რესურსები მოხმარდება.

„ჩვენ წარმოვადგენთ სამ მოკავშირე ქვეყანას, რომლებიც ერთმანეთს საუკუნეზე მეტია ერთმანეთს გვერდში უდგანან. წარმოვადგენთ სამ ერს, რომლებმაც საერთო ღირებულებებისა და თავისუფალი დემოკრატიების დასაცავად სისხლი ერთად დაღვარეს ჩვენი. ჩვენ ახლა კვლავ ერთად ვიკრიბებით, რათა შევასრულოთ ეს მიზანი. თავისუფლება, მშვიდობა და უსაფრთხოება დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა.

AUKUS-ს ქვეყნებმა ფლოტის გაძლიერება, ინდო-წყნარ ოკეანეში ჩინეთის მზარდი გავლენის ფონზე გადაწყვიტეს. მოკავშირეების განცხადებით სამივე ქვეყანა ვალდებულია უზრუნველყოს, რომ რეგიონი დარჩეს თავისუფალი და ღია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend