მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის მთავრობა პირობას დებს, რომ ბახმუტის დაცემას არ დაუშვებს - ვითარება კრიტიკულია

უკრაინის მთავრობა პირობას დებს, რომ ბახმუტის დაცემას არ დაუშვებს – ვითარება კრიტიკულია

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის სასტიკი ქმედებები ვერასდროს გატეხს სახელმწიფოსა და ხალხს.  ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს კომენტარი მორიგი რუსული სარაკეტო თავდასხმების სერიების შემდეგ გააკეთა. იერიშების გამო ელექტროენერგიის მიწოდება  შეუწყდა  რამდენიმე რაიონს, მათ შორის ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურს.

უკრაინაში კრიტიკული ვითარებაა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  რუსეთი მიზანმიმართულად ქმნის ასეთ სიტუაციებს მათ ატომურ ობიექტებზე. მისი შეფასებით, რუსეთი არ შეიძლება იყოს კეთილსინდისიერი მონაწილე ბირთვულ სფეროსთან დაკავშირებულ ნებისმიერ ურთიერთობაში. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ რაც უფრო დროულად დაუწესდება სანქციები რუსულ ბირთვულ ინდუსტრიას, მით უფრო მალე გახდება მსოფლიო უფრო უსაფრთხო.

ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, აცხადებს, რომ ზაპორიჟიაზე თავდასხმა ბირთვული უსაფრთხოების სერიოზული დარღვევაა.

მისი თქმით, ზაპორიჟიაში ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია, რუსეთი კი საფრთხეს უქმნის  მთლიანად ევროპის კონტინენტს, მათ შორის თავად რუსეთსაც.

რუსეთი უფრო მეტად აძლიერებს შეტევებს, უკრაინის მთავრობა კი კვლავ აგზავნის სამხედრო ძალებს ქალაქ ბახმუტში  და პირობას დებს, რომ არ დაუშვებს ქალაქის დაცემას.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:04

“MEGOBARI”

spot_imgspot_img
Send this to a friend