მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONმეტი დახმარება უკრაინას - ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები შვედეთში

მეტი დახმარება უკრაინას – ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები შვედეთში

ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებმა შვედეთში უკრაინის შეიარაღებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ისინი გეგმავენ, რომ წევრმა ქვეყნებმა კიევს საკუთარი მარაგებიდან დამატებით ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა გადასცენ.

თავდაცვის მინისტრები ასევე საბრძოლო მასალის ერთობლივად შესყიდვასაც აპირებენ.

ევროკომისია სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ დროულად უნდა გადაწყვიტონ ის,  თუ როგორ მიაწოდონ უკრაინას საბრძოლო მასალა, რომელიც ქვეყანას თავდაცვისთვის სჭირდება.  მან უკვე წარადგინა შეთავაზება, რომელსაც მინისტრები განიხილავენ. ჯოზეფ ბორელის თქმით, შეთავაზება შემუშავებულია ევროპის თავდაცვის სააგენტოსთან ერთად, რომლის თავმჯდომარეც თავად არის.

ამასთანავე, შეხვედრაზე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ   უკრაინას არანაირი კავშირი არ აქვს  გასულ წელს ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენზე მომხდარ აფეთქებასთან და ოფიციალური გამოძიება ყველაფერს გასცემს პასუხს. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია კომპლიმენტია მათი სპეცრაზმისთვის, თუმცა  ეს ნამდვილად არ ყოფილა უკრაინის აქტივობა.

ევროკავშირის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ შეთანხმდებიან უკრაინისთვის საბრძოლო მასალების ერთობლივ მიწოდებაზე მანამ, სანამ 20 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრები გამართავენ შეხვედრას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend