მთავარიევროპაესპანეთიოჯახური ძალადობა ესპანეთში

ოჯახური ძალადობა ესპანეთში

ჯოშუა ალონსომ დედა ექვსი წლის წინ ოჯახური ძალადობის შედეგად დაკარგა. 25 წლის ასაკში მას 8 წლის ძმაზე ზრუნვა მოუწია. ისინი 391 ადამიანს შორის არიან, რომლებიც ესპანეთში 2013 წლიდან მოყოლებული ოჯახური ძალადობის შედეგად დაობლდნენ. სარაგოსაში 3 მარტს მომხდარი შემთხვევის დროს 6 წლის ბიჭსაც მოუკლეს დედა.

ჯოშუა ალონსო თავად არის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი.  მას აინტერესებს, რამდენად სწორად რეაგირებენ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ და რამდენად დაცული არიან ამ დროს ბავშვები.

ჯოშუა ახლა დაობლებული ბავშვების ანუ მივიწყებულ მსხვერპლთა უფლებებისთვის იბრძვის.

ჯოშუა ამბობს, რომ ისინი არავის ახსოვს, არც  მათი ხმა ესმის ვინმეს.

ასეთი ბავშვები მხოლოდ 2015 წლის შემდეგ აღიარეს ოჯახური ძალადობის მსხვერპლად.  დაიწყო პროცესიც, რომ ამ ადამიანებს შესაბამისი პენსია დაენიშნოთ.

ორგანიზაცია „Fundación Mujeres-ის“ დირექტორის მარისა სოლეტოს თქმით,  მათ უნდა უზრუნველყონ, რომ მომხდარმა ამ ბავშვების ემოციურ მდგომარეობაზე, საგანმანათლებლო განვითარებასა და პიროვნულ თავისუფლებაზე რაც შეიძლება ნაკლებად იმოქმედოს. მართალია, ისინი ვერ დაიცავენ მათ დედებს, თუმცა აქვთ სოციალური პასუხისმგებლობა და ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ამ ბავშვებმა სიღარიბეში არ იცხოვრონ.

თუმცა ეს არ ეხება მხოლოდ ეკონომიკურ შედეგებს. ფანი სანჩესი იმ ადამიანებთან მუშაობს, რომელთაც ოჯახური ძალადობა შეეხოთ. იგი ცდილობს, ბავშვებმა გადალახონ სტრესი და ისწავლონ, როგორ გააგრძელონ ცხოვრება.

ქალთა მოძრაობა კიდევ ერთხელ გამოდის ქუჩებში ოჯახური და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, მიმდინარე წელს უკვე მოკლეს ათი ქალი, შედეგად კი 14 არასრულწლოვანი დაობლდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend