მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდიდ ბრიტანეთში მიგრანტების შესახებ ახალი მკაცრი კანონის მიღებას აპირებენ

დიდ ბრიტანეთში მიგრანტების შესახებ ახალი მკაცრი კანონის მიღებას აპირებენ

გაერთიანებულ სამეფოში მიგრანტების შესახებ ახალ კანონპროექტს განიხილავენ.

კანონი იმ მიგრანტებს შეეხება, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად ცდილობენ შეღწევას. კანონპროექტის მიხედვით, ყველა მიგრანტს, გარდა ბავშვებისა და სამედიცინო მომსახურების საჭიროების მქონე ადამიანებისა, ჯერ 28 დღით დააკავებენ, შემდეგ კი ქვეყნიდან გააძევებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრს სუელა ბრავერმანს მიაჩნია, რომ ახალი კანონი ადამიანებით მოვაჭრეებს შეაკავებს. მისი თქმით, მომავალ წლებში განვითარებული ქვეყნები უპრეცედენტო წნეხის ქვეშ აღმოჩნდებიან იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც განვითარებადი ქვეყნების დატოვებას ცდილობენ. მისი აზრით, თუ ბრიტანეთი დღეს არ იმოქმედებს, პრობლემა ხვალ უფრო გაუარესდება.

ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ახალი კანონი არაეთიკურია. მათი აზრით,  მთავრობას არასწორი მიდგომა აქვს არჩეული.

ესექსისა და ლონდონის ლტოლვილთა და მიგრანტების ფორუმის წევრს ნიკ ბილსს მიაჩნია, რომ თუ   მთავრობას რეალურად  სურს, მოაგვაროს ეს პრობლემები, ამ ადამიანებისთვის უსაფრთხო ჰუმანიტარული მარშრუტების შექმნაზე უნდა გადაიტანონ ყურადღება და შეცვალონ თავშესაფრის გაცემის სისტემა. მისი თქმით მათ, პირველ რიგში, იმ ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანების განცხადებები უნდა განიხილონ, რომელთა მოქალაქეებსაც აუცილებლად მიანიჭებენ ლტოლვილის სტატუსს  დიდ ბრიტანეთში.

მთავრობა აღიარებს, რომ კანონმდებლობა შესაძლოა არღვევს გაერთიანებული სამეფოს კანონს ადამიანის უფლებების შესახებ და იგი სამართლებრივი გამოწვევებისთვისაც ემზადება. მაგრამ პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის მიერ პატარა ნავების ახალი  სამეთაურო ცენტრის გახსნა ხაზს უსვამს მთავრობის მზადყოფნას, გააგრძელოს კანონის მიღების პროცესი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend