მთავარისაქართველო„არა რუსულ კანონს!“ - საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან

„არა რუსულ კანონს!“ – საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან

„არა რუსულ კანონს!“ – ამ ლოზუნგით საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სტუდენტები, „ქალების მარშის“ მონაწილეები, მოქალაქეები და ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს“. ისმის შეძახილები: „საქართველო”, „მეტი ქალი პარლამენტში“, „ არა ტოტალურ კონტროლს!“.

აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნეს, რომ ქალები არ დათმობენ ქვეყნის ევროპულ არჩევანს.

„ვერ წაგვართმევთ ევროპულ არჩევანს, ევროპა ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია”, – აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.

რუსთაველის გამზირზე გადაკეტილია საავტომობილო გზა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend