მთავარისაქართველოპარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს.

ისინი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და კანონპროექტები საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მოქალაქეები და სტუდენტები.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “მონებო”, “არა რუსულ კანონს”.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend