მთავარისაქართველო“ეს კანონი ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს” - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის...

“ეს კანონი ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს” – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე

ცხადია, ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის ინტერესებს და არა საქართველოს ინტერესებს. ვფიქრობთ, საქართველოს ინტერესებშია უფრო გულდასმით იმუშაოს უფრო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ეს კანონი ამას არ აკეთებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ტოდ რობინსონმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე კომენტირებისას სასტუმრო “რედისონში” განაცხადა, სადაც საერთაშორისო კონფერენციის “ქალები პოლიციაში” გახსნას ესწრება.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება საქართველოსთვის სწორი არ არის.

„ვფიქრობთ, ეს საქართველოსთვის სწორი არ არის, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ქართველებიც ასევე ფიქრობენ. გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მთავრობასთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვიმუშაოთ ერთად მათ პრიორიტეტებზე, რაც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, – აღნიშნა ტოდ რობინსონმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend