მთავარისაქართველოაშშ-ს საელჩო: დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა

აშშ-ს საელჩო: დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ფესიბუკის გვერდზეგანცხადებას ავრცელებს.

„დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან.

ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი”, – წერია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend