მთავარისაქართველოვამზადებთ დასკვნას, რათა შევაფასოთ კანონის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა - ეუთო/ოდირი "უცხოური გავლენის...

ვამზადებთ დასკვნას, რათა შევაფასოთ კანონის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა – ეუთო/ოდირი “უცხოური გავლენის აგენტის” შესახებ კანონზე

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) განცხადებით, ე.წ. უცხოელი აგენტების კანონპროექტის შესახებ სამართლებრივ დასკვნას ამზადებს.

ორგანიზაციამ აღნიშნულის შესახებ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დემოკრატიის ფუნდამენტია. ოდირი სამართლებრივ დასკვნას ამზადებს ე.წ. უცხოელი აგენტების კანონპროექტის შესახებ საქართველოში, რათა შევაფასოთ საერთაშორისო სტანდარტებთან მისი შესაბამისობა და ჩვენ ვითანამშრომლებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ მნიშვნელოვან საქმეზე”, – წერია ეუთო/ოდირის ტვიტერის გვერდზე.

ამასთან, ODIHR აღნიშნავს, რომ ეუთო-ს ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, მიიღონ კანონმდებლობა ღია და ინკლუზიური საჯარო კონსულტაციების პროცესის გზით. როგორც ის აღნიშნავს, ასოციაციებსა და მათ წევრებს სჭირდებათ მნიშვნელოვანი კონსულტაციები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კანონები პირდაპირ გავლენას ახდენს მათ საქმიანობაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend