მთავარიევროპასაბერძნეთისაბერძნეთში პროფკავშირების წარმომადგენლებმა სარკინიგზო ქსელის უსაფრთხოების უგულებელყოფა გააპროტესტეს

საბერძნეთში პროფკავშირების წარმომადგენლებმა სარკინიგზო ქსელის უსაფრთხოების უგულებელყოფა გააპროტესტეს

საბერძნეთში სარკინიგზო ავარიას 57 ადამიანი ემსხვერპლა. პროფკავშირების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს ქვეყნის რკინიგზის ოპერატორი კომპანიის ოფისთან. ისინი სამუშაო პირობებს აპროტესტებენ და იმ უარყოფით შედეგებზე საუბრობენ, რომლებიც სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაციის უგულებელყოფას მოჰყვება.  დემონსტრანტები დღეს, 3 მარტს 24-საათიან გაფიცვას გეგმავენ.

გარდაცვლილთა ახლობლების კრიტიკის ქარცეცხლში იტალიურ ოპერატორ კომპანიასთან ერთად ხელისუფლების ოფიციალური პირებიც მოექცნენ.

ერთ-ერთი დაზარალებულის, დიმიტრიოს ბურნაზისის, სახელი რკინიგზის ოპერატორ კომპანიაში ოთხჯერ ჩაიწერეს. თუმცა მასთან ჯერ არავის გადმოურეკავს. იგი ვარაუდობს, რომ მისი ოჯახის წევრები, ძმა და მამა, გარდაცვლილები არიან.

სამაშველო ოპერაციები რთულ პირობებში მიმდინარეობს. ახლა მთელი ყურადღება გადატანილია მესამე ვაგონზე, რომელიც თითქმის მთლიანად ამობრუნდა. საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, 56 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ხოლო სამძებრო სამუშაოების დასრულება დღეს, 3 მარტს იგეგმება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend