მსოფლიო ლიდერები შეიკრიბნენ პანამაში, რათა განიხილონ ოკეანეთა მდგომარეობა და ის საფრთხეები, რომლებიც კლიმატის ცვლილებით, დაბინძურებით, ბურღვითი სამუშაოებისა და ჭარბი თევზჭერითაა გამოწვეული.
ცენტრალური ამერიკის ქვეყანაში მთავრობისა და ბიზნესის 600-მდე წარმომადგენელი, ასევე გარემოს აქტივისტები და აკადემიკოსები შეიკრიბნენ. ოკეანეები დედამიწის ორ მესამედს ფარავს.
ოკეანე პლანეტის ცოცხალი ორგანიზმის 80 პროცენტის სახლია. ის სამ მილიარდზე მეტ ადამიანს უზრუნველყოფს საზრდოთი და, ამავდროულად, კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო სავაჭრო სექტორში.