მთავარიევროპაუკრაინაბრძოლები ხარკივის რეგიონში

ბრძოლები ხარკივის რეგიონში

უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის შენაერთმა რუსული საარტილერიო დანაყოფი გაანადგურა, ოკუპანტები უკრაინელი სამხედროების თავდაცვით პოზიციების ბომბავდნენ.

უკრაინელი სამხედროების შეტევის შედეგად, ოთხი რუსი სამხედრო დაიღუპა, სამი კი დაიჭრა.

რუსი არტილერისტების თავდასხმიდან მალევე, უკრაინული არმიის საჰაერო სადაზვერვო შენაერთების მიერ აღმოჩენილ იქნა ოკუპანტების 30 ჯარისკაციანი დანაყოფი.

„ჩვენმა სადაზვერვო სამსახურმა მტრის დაჯგუფება აღმოვაჩინეთ, ოკუპანტები არცთუ ისე შორის არიან ჩვენი სანგრებიდან, ამჟამად მათი განადგურება მიმდინარეობს, ჩვენი სატანკო შენაერთებიც ჩართულნი არიან შეტევაში. ოთხი ოკუპანტი გავანადგურეთ, 3 კი დაიჭრა“, – უკრაინელი ჯარისკაცი.

უკრაინული არმიის შეტევაში მონაწილეობდა რუსული არმიისთვის წართმეული ტ 64 ტიპის ტანკიც.

ხარკივის რეგიონში დისლოცირებული უკრაინული ჯარების დიდი ნაწილი სწორედ ნალაფარი რუსული სატანკო შეიარაღებით იბრძვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend