საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.
აქციის მონაწილეები “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “ძირს რუსული მთავრობა!”.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.