მთავარიევროპასაბერძნეთისაბერძნეთში სარკინიგზო ავარიას 43 ადამიანი ემსხვერპლა

საბერძნეთში სარკინიგზო ავარიას 43 ადამიანი ემსხვერპლა

საბერძნეთში ორი მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს. ახლოს მდებარე ქალაქის, ლარისის, მოსახლეობა ჯერ კიდევ ვერ გამოსულა მდგომარეობიდან.  სარკინიგზო ავარიას 43 ადამიანი ემსხვერპლა.

ქალაქის რკინიგზის სადგურთან ახლოს, ტროტუარზე, გარდაცვლილთა პატივსაცემად ამოტვიფრულია ის თარიღი, როდესაც ტრაგედია მოხდა. დაღუპულთა უმეტესობა სტუდენტი იყო.

ერთ-ერთი სტუდენტი ალექსანდროს გოგასი ამბობს, რომ  მას  გაუმართლა. შესაძლოა, მათ ადგილას თავადაც ყოფილიყო.  სტუდენტები ძირითადად ჩრდილოეთ საბერძნეთიდან მოდიან და ისინი  სწორედ ამ მატარებლით მგზავრობენ ხოლმე.

მოქალაქეები სიბრაზეს ვერ მალავენ  ხელისუფლებისა და შესაბამისი სამსახურების მიერ დაშვებული იმ შეცდომების გამო, რომლებსაც ეს ტრაგედია მოჰყვა.

მუნიციპალიტეტის თანამშრომელი თანასის კონსტანტაკოსი ამბობს, რომ ეს არ იყო უბედური შემთხვევა. აქ მუდმივად აწყდებიან პრობლემებს, ხშირად აგვიანდება მატარებელსაც. მისი აზრით,  ეს იმის ბრალია, რომ ლიანდაგების მხოლოდ ერთი ხაზია.

ლარისის საავადმყოფოში კი მძიმე ვითარებაა. ოჯახის წევრები და ნათესავები გარდაცვლილების ამოსაცნობად და მათ გადასასვენებლად არიან მოსული.

„წითელი ჯვრის“ რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელისაბედ კარანიკა ამბობს, რომ ადამიანების უმეტესობას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რადგან  იმედი ბოლოს კვდება. მას შეუძლია, მხოლოდ ანუგეშოს ის მშობლები, რომლებიც თავიანთ შვილებს ეძებენ, სხვა სათქმელი მათთვის არაფერი აქვს.

გარდაცვლილების ოჯახის წევრები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოდიან. მათ დნმ-ის ნიმუშის წარდგენას სთხოვენ, რადგან ეს ერთადერთი საშუალებაა ცხედრების ამოსაცნობად. ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები მუდმივად არიან ადგილზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend