28 თებერვალს თბილისში გაიმართა ყოველწლიური პოლიტიკური ფორუმი გენდერული თანასწორობისთვის, რომელიც წელს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.
ქალებისა და ახალგაზრდების პოლიტიკური გაძლიერებისა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იდეის გარშემო გაერთიანებულ ფორუმს 350-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.
“ევრონიუს ჯორჯია”ს ეთერში ფორუმის ერთ-ერთმა მასპინძელმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა ისაუბრა.