მთავარიევროპაუკრაინა„სხვა არჩევანი არ გვაქვს, უნდა გავიმარჯვოთ“ - ვუჰლედარისთვის მებრძოლი ჯარისკაცი

„სხვა არჩევანი არ გვაქვს, უნდა გავიმარჯვოთ“ – ვუჰლედარისთვის მებრძოლი ჯარისკაცი

უკრაინულ და რუსულ არმიებს შორის ასობით კილომეტრზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე, სამხრეთ დონეცკში მდებარე ქალაქი ვუჰლედარი ერთერთი ყველაზე მძიმე ბრძოლების ეპიცენტრია.

ბახმუტის, მარინკას და სხვა დასახლებების მსგავსად რუსული არმია უკვე დიდი ხანია უშედეგოდ ცდილობს ვუჰლედარში წინსვლას, ეს ქალაქები უკრაინული წინააღმდეგობის სიმბოლოებად იქცნენ.

„ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილებისთვის, თანამემამულეებისთვის, ჩვენი ერისთვის. რუსეთი ჩვენი ერისთვის გენოციდის მოწყობას ცდილობს. ბრძოლის გარდა სხვა არჩევანი არ გვაქვს, უნდა გავიმარჯვოთ. ბოლო მომენტამდე უნდა ვიბრძოლოთ. გაუმარჯოს უკრაინას”, – თქვა უკრაინელმა ჯარისკაცმა.

უკრაინული არმიის მიზანია, რაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ოკუპანტებს. დონბასის რეგიონისთვის ბრძოლაში რუსული არმია დღეში ასეულობით სამხედროს კარგავს.

„ჩვენი ალყაში მოქცევა სურთ, ეს კი არ გამოუვათ. გაგვიმართლა, რომ ასეთი სამხედრო მეთაურობა გყვავს. წარმატებით ვიბრძვით. მშვიდად ვარ, ვიცი რომ გავიმარჯვებთ’, – ამბობს ვორონი, უკრაინელი ჯარისკაცი.

უკრაინელი სამხედროები დიდ ფასს იხდიან, მაგრამ მათი თქმით, სწორედ ამ თავგანწირვის შედეგია ის, რომ რუსული არმია წინ ვერ მიიწევს. ადგილობრივი მოსახლეობა კი მძიმე პირობებში იმყოფება.

„9 დღის წინ და დამეღუპა. ცუდად არის საქმე, არაფერი ვიცით. წყალი არ გვაქვს, არაფერი არ გვაქვს. როდესაც წვიმს წყალს მაშინ ვაგროვებ ხოლმე”, – წუხს ვუჰლედარის მკვიდრი ემილია ბუდსკაია.

დონბასში მდებარე ლუჰანკსის რეგიონის უდიდესი ნაწილის დაკავების ფონზე დონეცკის რეგიონში რუსული არმია წინ ვერ მიიწევს.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:04

“MEGOBARI”

spot_imgspot_img
Send this to a friend