მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთის სკოლებში პაპილომა ვირუსის უფასო ვაქცინაციის კამპანია დაიწყო

საფრანგეთის სკოლებში პაპილომა ვირუსის უფასო ვაქცინაციის კამპანია დაიწყო

საფრანგეთი ომს უცხადებს პაპილომა ვირუსს. საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ სკოლაში, ვიზიტის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტმა პაპილომა ვირუსის აღმოსაფხვრელად სკოლებში ვირუსის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციის კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა. როგორც ცნობილია, ყოველ წელს ვირუსი სიმსივნის 6000-ს შემთხვევას იწვევს.

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, სკოლა მნიშვნელოვანი ადგილია პრევენციისთვის და იგი მადლობას უხდის, ყველა მასწავლებელს ამისთვის, რადგან, მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე სკოლაში საუბარი როგორც ბიოლოგიის, ასევე სექსუალური განათლების გაკვეთილებზე. როგორც ემანუელ მაკრონი აღნიშნავს, პრევენცია ძალზე მნიშვნელოვნია.

კამპანია მიზნად ისახავს მეხუთე კლასის მოსწავლეების, ძირითადად 12-დან 13 წლამდე მოზარდების, აცრას.

განცხადება ამის შესახებ პაპილომა ვირუსის ცნობადობის მსოფლიო დღეს გაკეთდა.

ინფექციები ჩვეულებრივ კეთილთვისებიანია, თუმცა გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა ავთვისებიან სიმსივნეში გადაიზარდოს.

ჯანმოს ინფორმაციით, ამ სიმსივნეების სრულად აღმოფხვრა შესაძლებელია სკრინინგითა და ვაქცინაციის გზით.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:04

“MEGOBARI”

spot_imgspot_img
Send this to a friend