აშშ-ს გამოიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა კრისტოფერ ვრეიმ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ FBI-ის შეფასებით, კოვიდ-19-ის პანდემია ჩინეთში, ქალაქ უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის სავარაუდო გაჟონვამ გამოიწვია.
“FBI-ს უკვე დიდი ხანია მიაჩნია, რომ პანდემიის მიზეზი, სავარაუდოდ, პოტენციური ლაბორატორიული ინციდენტია”, – განაცხადა FBI-ის დირექტორმა კრისტოფერ რემ.
კრისტოფერ რეის ამ კომენტარს წინ უძღოდა გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალის“ სტატია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ არსებობს „დაბალი დონის დამაჯერებლობა” რომ ვირუსი არა მიზანმიმართულად, არამედ ლაბორატორიაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გავრცელდა.
აშშ-ის ფედერალური ბიუროს დირექტორის თქმით, ჩინეთის ხელისუფლება ცდილობს, ხელი შეუშალოს და დააბნიოს FBI-ის გამოძიება და სხვა ქვეყნის საგამოძიებო უწყებები, თუმცა მუშაობა გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ კოვიდ-19-ის წარმოშობის საკითხს აშშ-ს რამდენიმე სტრუქტურა იძიებს, რომელიც ფედერალური ბიუროს დასკვნისგან განსხვავდება.
ზოგიერთი უწყების ცნობით, პანდემიის მიზეზი ველურ ბუნებაში გაჩენილი ვირუსის ბრალია, რომელმაც გადალახა სახეობათაშორისი ბარიერი, ანუ ცხოველიდან ადამიანზე გავრცელდა.