მთავარიევროპაესტონეთიესტონეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთიდან მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთიდან მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობს

ევროპის ტერიტორიის აღმოსავლეთ ფლანგის დაცვის მნიშვნელობაზე დისკუსიების მიმდინარეობისას, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა, პრესას განუცხადა, რომ რუსეთი მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოდგენს მათი ქვეყნისთვის, ხოლო ნატოს თავდაცვითი ღონისძიებები და ზომები საკმარისი არ არის. მისი თქმით, რუსეთის შეტევის შემთხვევაში, ესტონეთს განადგურება ემუქრება.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ესტონეთის ტერიტორიაზე ტრანსატლანტიკური ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალების განთავსებას მოითხოვს.

კალასი ნატოს მეხუთე მუხლზე მიანიშნებს, რომლის მიხედვით, ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა ნიშნავს ყველა წევრ ქვეყანაზე თავდასხმას. კალასისთვის ამ მუხლის ამოქმედება ძალზე იწელება.

თუმცა ჩნდება კითხვა, ესტონეთი უკრაინის მსგავსი რისკების წინაშეა თუ – არა?

ანალიტიკოსი დომენიკო ფრატოჩია აცხადებს, რომ ვითარება ძალზე განსხვავებულია, რადგან ნატოს წევრ ქვეყანაზეა საუბარი და აქედან გამომდინარე, ამ ქვეყნის უსაფრთხოების პერიმეტრი განსხვავდება ნატოს დაცვის ზონის გარეთ მყოფი ქვეყნებისგან. ასე რომ, მისი თქმით, ნატოს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ თავდასხმაც კი სხვაგვარად შეფასდება რუსეთის მიერ.

ვითარება დაძაბული რჩება. ამავდროულად ესტონეთის მთავრობამ გადაწყვიტა, მის ტერიტორიაზე მყოფ რუს და ბელარუს მოქალაქეებს გააუქმოს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend