მთავარიგადაცემებიCULTცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

საერთაშორისო ფესტივალი Xposure,  რომელიც ყოველ წელს ტარდება არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯაში მთელი მსოფლიოს ყველაზე გამოჩენილი ფოტოგრაფებს იზიდავს. ამ ფესტიოვალის ფარგლებში უკვე 68 გამოფენა ჩატარდა, 74 ფოტოგრაფის ნამუშევარი გამოიფინა და 50-ზე მეტი სემინარი გაიმართა.

შეიხი სულთან ბინ აჰმედ ალ-ქასიმი ქალაქ შარჯის მმართველის მოადგილე და შარჯის მედიასაბჭოს თავმჯდომარე ის კაცია, რომელიც ფოტო ფესტივალის ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი. ამ მახვილი თვალის მქონე ექსპერტს მიაჩნია, რომ ფესტივალ „Xposure-ის  წარმატება მასაც დაეხმარა დანვითარებაში.

„მე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე Xposure-სგან, რადგან ყოველთვის, როცა აქ ფოტოგრაფებს ვხვდები, სულ რაღაცას ვეკითხები მათ.  დროთა განმავლობაში უფრო სხვაგვარად უყურებ საგნებს. იწყებ ფერებისა და  მოხაზულობის გარჩევას. ეს არის ადგილი, სადაც სწავლობ“, – ამბობს შეიხი სულთან ბინ აჰმედ ალ-ქასიმი. „ყოველთვის თან მაქვს ჩემი ფოტოაპარატი. ეს არის სილამაზე, რომელსაც ამჩნევ და ცდილობ, ფოტოში გადმოსცე“.

პოლუსის ფოტოგრაფია

ცნობილმა უნგრელმა ფოტოგრაფმა, ესთერ ჰორვათმა, თავისი დოკუმენტური ნამუშევარი ჩამოიტანა, რომელიც ცენტრალურ ჩრდილოეთ-ყინულოვან ოკეანეში ჩატარებულ სამეცნიერო ექსპედიცია MOSAIC-ს ასახავს. ეს ამ ტიპის ყველაზე დიდი ექსპედიცია იყო.

„ისეთი განცდა მქონდა თითქოს მთვარეზე დაშვებას ვიღებდი, სწორედ მთვარეზე დაშვებაა ჩემი შთაგონება.  როდესაც ვფიქრობთ ადამიანის მთვარეზე დაშვებაზე, ჩვენ არ ვფიქრობთ ათასობით გვერდიან სამეცნიერო გამოცემაზე. ამ დროს  მხოლოდ ნილ არმსტრონგისა და ბაზ ოლდრინის მთვარეზე გადაღებული ფოტოები გვიდგას თვალწინ. ჩემი ფოტოგრაფიის მიზანიც სწორედ ესაა – რთული სამეცნიერო კვლევები ისეთ ფოტოებად ვაქციო, რომ ხალხმა გაიგოს, რა ხდება,“ – ამბობს ესთერ ჰორვათი.

კულტურათა გაზიარება

ბრაზილიელმა ფოტოგრაფი გაბრიელ ვიკბოლდი უკვე მეორე წელია ამ ფოტოგამოფენაში იღებს მონაწილეობას. იგი ამბობს, რომ ეს ღონისძიება კულტურატა გაზიარების კარგი საშულაებაა.

„ამხელა გზა გამოვიარე აქ მოსასვლელად, რათა ჩემი ხელოვნება სრულიად განსხვავებული კულტურის წიაღში მეხილა, ეს სრულიად წარმოუდგენელი რამ არის ჩემთვის. ვხედავ, რომ იმავე ადამიანურ საკითხებს, რომლებზეც ვსაუბრობ, ზუსტად ისევე აღიქვამენ აქ, როგორც  ბრაზილიაში. სუნთქვა მეკვრის ასეთი განცდებისგან“, -ამბობს გაბრიელი.

გასულ წელს ფესტივალის დამსწრე საზოგადოება გაორმაგდა და იგი ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფოტო გამოფენად იქცა მსოფლიოში. თუმცა ეს მხოლოდ გამოფენა არ არის. ამ ღონისძიების ფარგლებში სავაჭრო შოუც მიმდინარეობს, რომელზეც უახლესი ტექნოლოგიები და აპარატურაა წარმოდგენილი. ისინი ძალიან ღირებულ ინფორმაციას აწვდიან როგორც მწარმოებლებს, ისე ბითუმად მოვაჭრეებს.

ასაად აბოუდი ფესტივალ Xposure-ს მთავარი სპონსორის კომპანია Leica Camera Middle East -ის მმართველი დირექტორია.

„ეს არის საერთო ინტერესების მქონე ხალხის თავშეყრის ადგილი. აქ არიან ფოტოგრაფები, რომლებსაც სურთ ცოდნისა და შემოქმედების  ახალი მწვერვალები დაიპყრონ. მჯერა, რომ ეს არის ადგილი, სადაც ყველას შეუძლია მოვიდეს, რომ რაღაც ისწავლოს,“ – ამბობს იგი.

ავტორი: ჯეინ უიზერსპუნი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend