მთავარისაქართველოსაქართველოსთვის ევროკავშირის კარი სამუდამოდ დაიხურება - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები „უცხოური გავლენის აგენტის“...

საქართველოსთვის ევროკავშირის კარი სამუდამოდ დაიხურება – არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტზე

“ვეტოს დავადებ…ეს კანონი პირდაპირ არის მიღებული იმისთვის, რომ დაგვაშოროს ევროპას და ამდენად, ჩემთვის არის მიუღებელი”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ ორ კანონპროექტს.

დემოკრატიულ პრინციპებთან ამ შინაარსის კანონპროექტების წინააღმდეგობაზე უკვე მრავალი დღეა საუბრობენ დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

ისინი ამბობენ, რომ „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი სამუდამოდ დაიხურება.

„რუსეთშიც ასე დაიწყო“, – ამბობენ ოპოზიციის წარმომადგენლები, და ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში რეპრესიებს პროგნოზირებენ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კანონი მიზნად ისახავს ქვეყანაში დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა დამოუკიდებელი მედიის მუშაობის აკრძალვას.

მწვავე საერთაშორისო გამოხმაურების მიუხედავად კანონპროექტის დამტკიცებაში პრობლემას ვერ ხედავენ „ქართულ ოცნებასა“ და „ხალხის ძალაში.“

იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს, სახელწოდებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოში არსებული მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, რომლებიც საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნებიდან ფინანსდებიან, „უცხოური გავლენის აგენტად“ დარეგისტრირება მოუწევთ.

ხოლო თუ თავს აგენტად არ დაარეგისტრირებენ, მათ ჯარიმის სახით 25 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ.

ანანო ღუდუშაური


უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend