მედიაწიგნიერება სკოლებში და მისი მნიშვნელობა- გაეროს ბავშვთა ფონდი კომუნიკაციების კომისიასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით განაგრძობს მუშაობას მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირებისათვის.
საამისოდ შემუშავდა მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი, სახელმძღვანელო და შესაბამისი ტრენინგ-მოდული მასწავლებლებისთვის, ასევე გადამზადდნენ ტრენერები.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ამ საკითხზე გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ ისაუბრა.